ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ბიო კერატინი BIO KERATIN

Geltek (რუსეთი)
4610030692081
80,00
GEL

დანამატი ჯანსაღი ფრჩხილებისა და თმისთვის.
Bio Keratin ბიო-დანამატი ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას და თმის ცვენის თავიდან აცილებას. ეხმარება კანის სიახალგაზრდავის და ძლიერი ფრჩხილების შენარჩუნებას.
რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის «Bio Keratin» მიღება, როგორც ცილის დამატებითი წყარო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ცუდი ჩვევები ან განიცდიან დამატებით ფიზიკურ ან ემოციურ სტრესს.



კერატინი - არის ცილა, რომელიც აუცილებელია კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის.
იგი შეიცავს ჰიდროლიზებულ კერატინს, რომელიც ხელს უწყობს თმის გამაგრებას, ხდის მას უფრო ძლიერს და ბზინვარეს, ასევე აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას და ზრდის კანის დატენიანებას.


ასევე შეიცავს მეთილსულფონილმეთანს, C ვიტამინს და ბიოპერინს.
მეთილსულფონილმეთანს აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი კანისთვის.
ვიტამინი C აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, ასტიმულირებს თმის ზრდას. ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) ზრდის ნივთიერებების ბიოშეღწევადობას, აძლიერებს აქტიური კომპონენტების ეფექტს.


გამოყენების რეკომენდაციები: მოზრდილები, 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.


მიღების ხანგრძლივობა: 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება განმეორდეს.
განმეორებითი დანიშვნა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.


უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.


შეფუთვაში არის 60 კაფსულა.


შემადგენლობა: ცინატინ კერატინის ჰიდროლიზატი, მეთილსულფონილმეთანი (MSM), კაფსულის გარსი (ჟელატინი), მიკროკრისტალური ცელულოზა (გადამზიდავი), ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), შავი წიწაკის ექსტრაქტი («Bioperine»).